Saturday, March 15, 2014

ეროვნული სიმბოლოები

ახალი სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2004 წლის 20 მაისს [1], პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ. მანამდე კანონი განხილულ იქნა 22 აპრილს, 2004 წელს, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი „სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა წარმოადგინა და დეპუტატებსჰიმნის მიღების წინა ისტორია გააცნო. მისი ინფორმაციით, ჰიმნზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად მუსიკა შეირჩა, შემდეგ, ტექსტთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. ამის შემდეგ დეპუტატებისთვის გაიჟღერა ჰიმნის მუსიკამ.[2]









Flag of Georgia (1918-1921).svg დიდება (1918–1922)
Flag of Georgian SSR.svg საქართველოს სსრ-ის ჰიმნი (1944–1991)
Flag of Georgia (1990-2004).svg დიდება (1990–2004)
Flag of Georgia.svg თავისუფლება (2004– დღემდე)